Estetix

მონაცემების წაშლა

აქ შეგიძლიათ მოითხოვოთ Estetix-ში შენახული თქვენი მონაცემების წაშლა და შეამოწმოთ უკვე გაგზავნილი მოთხოვნის სტატუსი.

Facebook-ისა და Instagram-ის მიმოწერა

ორი გზა არსებობს:

  1. Facebook-ზე გახსენით პარამეტრები - აპლიკაციები და ვებსაიტები, იპოვეთ Estetix და წაშალეთ. Facebook ავტომატურად გვიგზავნის წაშლის მოთხოვნას და გაძლევთ დადასტურების კოდს, რომლითაც ამ გვერდზე სტატუსს შეამოწმებთ.
  2. ან მოგვწერეთ info@estetix.ge-ზე იმ ანგარიშის მითითებით, საიდანაც სალონს მიწერეთ. მოთხოვნას 30 დღეში ვამუშავებთ.

რა იშლება

  • მიმოწერის სრული ტექსტი (თქვენი და ავტომატური პასუხების).
  • თქვენი პლატფორმის იდენტიფიკატორი (PSID) და ჩატში მითითებული სახელი და ტელეფონი.

არ იშლება უკვე შექმნილი ჯავშანი - ის სალონის სამუშაო ჩანაწერია და მისი წაშლა თავად სალონს შეუძლია. თუ ჯავშნის წაშლაც გსურთ, დაუკავშირდით სალონს, ან მოგვწერეთ და დაგეხმარებით.

მიმოწერა ისედაც ავტომატურად იშლება 90 დღეში - იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ანგარიშის წაშლა

თუ სალონის ან მომხმარებლის ანგარიშის სრულად წაშლა გსურთ, მოგვწერეთ info@estetix.ge-ზე იმავე ელფოსტიდან, რომლითაც ანგარიში დარეგისტრირდა.